ჩვენს შესახებ

ჩვენი ფირმის განმსაზღვრელი
ფილოსოფია და პრინციპები

ეთიკა

ვინარჩუნებთ რა პროცესის ყოველი მონაწილის მიმართ პატივისცემას, ჩვენი კლიენტების ინტერესებს ვიცავთ ყველაზე ეფექტური და სწრაფი გზით, სამართლებრივი დამხარების ხარისხის შეწირვის გარეშე.

Emeritus Law-ს იურისტების მიერ 10 წლის წინ დაწყებული იურიდიული საქმიანობა, კლიენტების სხვადასხვა საჭიროებების განხილვა და საქმეთა ფართო სპექტრის გაცნობა, დაგროვილი გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა, ამასთან ყოველ ახალ შემთხვევაზე საკითხის მეცნიერული შესწავლა, არის ჩვენი წარმატების საფუძველი ყოველ ახალ საქმეში.

პარტნიორობა

თითოეული კლიენტი უნიკალურია და იმსახურებს ინდივიდუალურ მიდგომას. ჩვენი მისიაა მივაწოდოთ ჩვენს კლიენტებს ყველა იურიდიული და საგადასახადო სერვისი ერთი სახურავის ქვეშ. სამართლის პრეცედენტების ცოდნიდან და კონტრაქტის ანალიზიდან დაწყებული, დავების პრევენციით და გარდაუვალ შემთხვევაში, სასამართლო დარბაზში მონაწილეობით დამთავრებული. იურიდიული ფირმის გამჭრიახი რჩევები, სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა კლიენტებთან, საქმის დასრულების შემდგომაც, არის ის, რაც ქმნის სიმშვიდეს ბიზნესისთვის და ჩვენი კლიენტებისთვის.

კომპეტენცია

ჩვენი კლიენტების უმაღლესი მოლოდინი ჩვენი ადვოკატების ეთიკური ქცევის, დეტალებზე კონცენტრაციის და თავდაუზოგავი შრომის შესახებ, განსაზღვრავს ჩვენს მაღალ პასუხისმგებლობას დავასრულოთ საქმე წარმატებით; დასაწყისშივე გამოვკვეთოთ საქმის სუსტი მხარე და ვიზნრუნოთ მის გაძლიერებაზე ვიდრე საქმე წარდგება საჯაროდ განსახილველად.

472A0024 копия

კეთილსინდისიერება

საპროცესო მუხლების ცივი და ემოციებისგან დაცლილი სამართლაწარმოების გამო, უმრავლეს შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა სიმართლეს თუ საუბრობთ, მაგრამ მტკიცებულება არ გაგაჩნიათ. ასეთ დროს თქვენი არავის ესმის თქვენი გულშემატკივრების გარდა. როდესაც ათეულობით მოწმე თქვენს წინააღმდეგაა, მხოლოდ სიმართლე, მყარი და უტყუარი მტკიცებულების გარეშე, ვერ დაგიცავთ. ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს წინააღმდეგ მიცემული ჩვენების გაბათილებაზე მათსავე განაცხადში წინააღმდეგობების აღმოჩენით და ჯვარედინი დაკითხვისას მათთვის შეკითხვების დასმით, მოვიპოვებთ საწინააღმდეგო საბუთებს, რათა თქვენი ემოციურად მოთხორობილი სიმართლე გახდეს გადაწყვეტილების მიღებისას წარმატების მომტანი და გააქარწყლოს ყველა ბრალდება თქვენს წინააღმდეგ.

კონფიდენციალობა

24 საათიანი ცხელი ხაზი დაყოვნების გარეშე, დასვენების და უქმე დღეების ჩათვლით. ვიდეო კონფერენციები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. კლიენტების დადებითი გამოხმაურება და მაღალი სტანდარტის შენარჩუნება, გამჭირვალობა და კონფიდენციალობა არის ის, რაც გვაძლიერებს.